გასული ერთი კვირის (09.05-15.05.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში 697 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკის ოფიციალური მონაცემები კვირაში ერთხელ, სამშაბათობით ქვეყნდება.