გურიის მოამბე

ამ წუთებში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში თათია ნიკოლაშვილის პროცესი იწყება

ამ წუთებში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძე იწყებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  წევრის თათია ნიკოლაშვილის პროცესი.

ოზურგეთის საკრებულოს წევრს გამოძიება 173-ე მუხლის პირველი ნაწილს ედავება, რაც პოლიციისადმი კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თათია ნიკოლაშვილს ორიდან სამი ათას ლარამდე ჯარიმა ან 15 დღიანი პატიმრობა ემუქრება.

ინციდენტი გუშინწინ ოზურგეთში პრემიერ-მინისტრის სტუმრობის დროს მოხდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights