ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ერთმანეთს მეგობრულად ვაკრიტიკებთ – პესკოვი კადიროვზე

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის კრიტიკაზე კომენტარი გააკეთა.

კრემლის სპიკერმა განაცხადა, რომ კადიროვთან კარგი ურთიერთობა აქვს და ერთმანეთს მხოლოდ მეგობრულად აკრიტიკებენ.

“მე და რამზან ახმატოვიჩ კადიროვს ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და კომუნიკაციის დროს ჩვენ ხანდახან ერთმანეთს მეგობრულად ვაკრიტიკებთ“, – განაცხადა პესკოვმა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ საინფორმაციო სფეროში ახლა ომი ყველას წინააღმდეგაა და აუცილებელია „გადარჩენა“.

შეგახსენებთ, რომ პესკოვსა და კადიროვს შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი მათი საჯარო განცხადებები უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო სპეცოპერაციასა და მასთან დაკავშირებულ მოვლენებთან დაკავშირებით იყო. კადიროვმა პესკოვის ცხოვრებისეული პრიორიტეტების მასშტაბს „უმწიფარი“ უწოდა. საპასუხოდ პესკოვმა კი ჩეჩნეთის ხელმძღვანელს ურჩია „შეჯიბრებისგან“ თავი შეეკავებინა .

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share