”ვერ წარმომიდგენია, იყო საქართველოს პრეზიდენტი, იცოდე, რომ ადამიანს მიესაჯა იმისთვის, რაც დანაშაული საერთოდ არ არის და არ იმოქმედო” – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
ომბუდსმენის თქმით, ნიკა გვარამიას საქმეზე მას პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის სურვილი აქვს.
“მე მოვაწოდე, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ინფორმაცია, რომ მაქვს სურვილი შეხვედრის, ველოდები, არ ყოფილა მისგან დადასტურება ან რაიმე კონკრეტული პასუხი. მიმაჩია, რომ მნიშვნელოვანი და საჩქარო საკითხია და მისი მხრიდან საჭიროებს დროულ ინფორმირებას. ვიცი, რომ პრეზიდენტს აწუხებს საქართველოს იმიჯი დასავლური სამყაროს თვალში და ვფიქრობ შეწყალების ამ გადაწყვეტილებით ჩვენი იმიჯი გამოსწორდება, რაც ნიკა გვარამიას პატიმრობით დაზიანდა. ვიცი, რომ მას ადარდებს ეს საკითხი. ვერ წარმომიდგენია, იყო საქართველოს პრეზიდენტი, იცოდე, რომ ადამიანს მიესაჯა იმისთვის, რაც დანაშაული საერთოდ არ არის და არ იმოქმედო.” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ ტვ პირველის ეთერში.