მსახიობი და ტელეწამყვანი, ია ფარულავა სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვას ავრცელებს.
“ნიკა გვარამიას დაპატიმრება თავისუფალ მედიაზე გალაშქვრის ტოლფასია. ასე მხოლოდ რუსეთის ხელისუფლება იქცევა. ხმას თუ არ ამოვიღებთ, ჩვენს დემოკრატიულ მომავალს საფრთხეს ვუქმნით!”, – აცხადებს ია ფარულავა.
შეგახსენებთ, რომ “რუსთავი2”-ის ყოფილი გენდირექტორი და “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამიას დღეს მოსამართლემ 3 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.