აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც საქართველოს მას შემდეგ გამოეყოფა 132 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება, რაც სახელმწიფო მდივანი წარადგენს ანგარიშს საქართველოში კანონის უზენაობის და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მდგომარეობის შესახებ.
“საქართველო. არანაკლებ 17 $ 132,025,000 აშშ დოლარისა უნდა იყოს გამოყოფილი საქართველოს დასახმარებლად: იმ პირობით, რომ ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, სახელმწიფო მდივანი ასიგნებების კომიტეტებს წარუდგენს მოხსენებას საქართველოში კანონის უზენაობის და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მდგომარეობის შესახებ” – ვკითხულობთ დოკუმენტში
ამავე დოკუმენტში საუბარია, დაფინანსებების აკრძალვაზე, იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებმაც ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარეს ან თავად ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორია.
„აქტის მიხედვით გამოყოფილი თანხები არ უნდა მოხმარდეს იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობების დახმარებას, რომელთაც აღიარეს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს მათთან“
ეკონომიკისა და ვაჭრობის ქვეთავში ასევე წერია, რომ თანხები, რომელიც ამ აქტის თანახმად გამოეყოფათ აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებს, უნდა მოხმარდეს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციასა და ევროკავშირთან ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების გაძლიერბას, და ასევე ხელი უნდა შეუწყოს, მათი მოწყვლადობის შემცირებას, რუსეთის მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხის დროს.
დოკუმენტს ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აწერს ხელს.