“მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშრებით ნედ პრაისი ამერიკის პოზიციას აჟღერებს და ამბობს, რომ შეერთებული შტატები ყოველთვის დამოუკიდებელი მედიის გვერდით იდგა და მომავალშიც ასე გაგრძელდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მკაფიოდ აცხადებს, რომ მისთვის დამოუკიდებელი მედიის არსებობა როგორც საქართველოში ასევე მთელს მსოფლიოში აუცილებლობას წარმოადგენს. ნედ პრაისმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო, აშშ-ისთვის სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევა და მათი მიზანია ჩვენი ქვეყნის რეფორმების გზით წახალისება, რომელიც საქართველოს ნატოსთან კიდევ უფრო დააახლოებს.