გიორგი გოგოტიშვილის გათავისუფლებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ, გიორგი გოგოტიშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილებას, ოზურგეთის რაიონული პროკურატურა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” პროკურატურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აპელაციას პროკურატურა ქუთაისში ამ დღეებში შეიტანს.

გიორგი გოგოტიშვილი

გიორგი გოგოტიშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ მიმდინარე თვის, 6 მაისს ცნო.

21 წლის გიორგი გოგოტიშვილი გასული წლის აგვისტოში დააკავეს.

მას ბრალად ნარკოტიკების შეძენა-შენახვა  ედებოდა, რომელიც 8-დან 12-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ-მოსამართლე ია ბარამიძე- გოგოტიშვილი უდანაშაულოდ სცნო და მას ყველა ბრალდება მოუხსნა.

თავად გიორგიმ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, მისმა მამამ, ავთო გოგოტიშვილმა კი ბრძანამ რომ “ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”.

“ვისურვებდი, ეს რუსულ-კაგებეშნიკური მეთოდები საქართველოში დასრულდეს, ყველას მადლობა, მადლობა მოსამართლეს, საზოგადოებას” თქვა მან.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გოგოტიშვილმა ციხეში 9 თვე უკანონოდ გაატარა, რის გამოც მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს კომპენსაციის მიზნით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share