“ნიკა უნდა იყოს გარეთ და ყველამ იცოდეს, რომ ნიკა იქნება გარეთ”- ნინო ჟიჟილაშვილი

ნიკა უნდა იყოს გარეთ და ყველამ იცოდეს , რომ ნიკა იქნება გარეთ, ეს არის გარდაუვალი ამბავი და რაც მალე გაკეთდება, მით უკეთესი ყველასთვის – განაცხადა ჟურნალისტმა, ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვანმა, ნინო ჟიჟილაშვილმა აშშ-ს საელჩოში გამართული შეხვედრის შემდეგ.

კელი დეგნანს დღეს კრიტიკული მედიის წარმომადგენლები შეხვდნენ, სადაც საუბრის მთავარი თემა ნიკა გვარამიას პოლიტიკური განაჩენი და მისი დაპატიმრება იყო.

შეხვედრის დეტალებსა და თავად კელი დეგნანის პოზიციაზე მედიამენეჯერებს არ უსაუბრიათ, თუმცა იქიდან გამოსვლის შემდეგ მათ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა მოითხოვეს, ნიკა გვარამიას   შეწყალების მოთხოვნით:

“ჩვენ მოვსინჯავთ ყველა რესურსს, რომ ნიკას ჰქონდეს დახმარება. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ნიკა დროზე დაუბრუნდეს თავის ტელევიზიას. ჩვენ ვიცით, რომ თვითონ ნიკა გვარამიას არანაირი სურვილი არ აქვს, სთხოვოს შეწყალება, მაგრამ ამას გავაკეთებთ ჩვენ აუცილებლად, უახლოეს ხანებში, უახლოეს საათებში, მივმართავთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ქვეყნის პრეზიდენტს, რომ დაგვდოს პატივი და შეგვხვდეს წარმომადგენლობას მედიისას და ჩვენ მას ვთხოვთ, ჩათვალეთ, რომ ეს არის უკვე მიმართვა, ჩვენ მას ვთხოვთ რომ გამოიყენოს თავისი უფლება ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. არ ვიცი რა რეაქცია ექნება თვითონ ნიკას, მან ითხოვა, რომ ჩვენ ეს არ გაგვეკეთებინა, მაგრამ ჩვენ მივიჩნევთ, რომ ახლა უყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ და ეს არის ერთ ერთი ბერკეტი, რომელიც მთავარი კრიტიკული არხის მედიამენეჯერს და ფიგურას ქვეყანაში, რომელმაც ძალიან ბევრი იბრძოლა თითოეული თქვენგანისთვის და აუდიტორიისთვის სწორი, გასაგები და თავისუფალი სივრცეების შექმნისთვის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანი იყოს გარეთ. მიუხედავად იმისა, რა ტიპის სხვადასხვაობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ გემოვნებაში, შეხედულებებში, თუ სამოქმედო ჟურნალისტურ სივრცეებში” თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share