“ქართული ოცნების” დეპუტატი, ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის შეხვედრის გაუქმების მიზეზი იენს სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
მისი თქმით, ნატო-ს გენმდივანს მხოლოდ ერთი შეხვედრა ჰქონდა ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებთან.
“ჩემი ინფორმაციით, ამ შეხვედრის გაუქმების თუ გადადების მიზეზი არის ბატონი სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოგეხსენებათ, მას ჰქონდა კოვიდი და ამის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებში წინა კვირაში, ამ კვირის დასაწყისშიც. შესაბამისად, ერთადერთი შეხვედრა, რომელიც მას ჰქონდა, ეს იყო ფინეთის და შვედეთის წარმომადგენლებთან, რომლებმაც დღეს ოფიციალურად შეიტანეს განაცხადი ნატო-ში წევრობაზე. ამ შეხვედრის გარდა, ყველა სხვა დანარჩენი შეხვედრა გაუქმდა”, – თქვა სამხარაძემ.