ყველა ასეთი მოვლნა ჩვენ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გამოვიყენოთ, იმისთვის რომ მეტ მოქალაქეს ავუხსნათ რა საფრთხე არის ივანიშვილის რეჟიმისგან. – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს”ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
ბოკერია მიიჩნევს, რომ პროტესტი უნდა გაიზარდოს ისე, რომ მისი იგნორირება რეჟიმის მხრიდან შეუძლებელი იყოს.
“ყველა ასეთი მოვლნა ჩვენ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გამოვიყენოთ, იმისთვის, რომ მეტ მოქალაქეს ავუხსნათ რა საფრთხე არის ივანიშვილის რეჟიმისგან. ჩვენ რეჟიმი მოთმინების თამაშში ვერ მოგვიგებს, რომ აქ იყოს იმედგაცრუება რომ დღესვე თუ ვერ შევძეილით უნდა გვეყოს მოთმინება, რომ ეს პროტესტი გაიზარდოს და მიაღწიოს იმ ზღვარს რომლის იგნორირება შეუძლებელი იქნება” – განაცხადა გიგა ბოკერიამ ნიკა გვარამიას მხარდამჭერ აქცია-მსვლელობაზე.