ვინც უნდა იჯდეს ციხეში ის ასამართლებს და ციხეში სვამს მას, ვინც საქართველოსთვის იბრძვის. – ამის შესახებ საქართველოს განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, პაატა ბურჭულაძემ ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება სასოწარკვეთილია.
ყველაზე სამწუხარო არის, ის რომ ვინც უნდა იჯდეს ციხეში ის ასამართლებს და ციხეში სვამს მას, ვინც საქართველოსთვის იბრძვის. როდესაც უკვე ვეღარ გრძნობენ მიწას და როდესაც კადრულობენ ყველაფერს ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის სასოწარკვეთა და მათ ძალიან ცუდად აქვთ საქმე, მე ეს არ მწყინს, რომ მათ ცუდად აქვთ საქმე მე ერთი რამე მინდა, რომ მათ არ ჩაგვიყოლიონ მთელი საქართველო იმ ჭაობში, რომელშიც თვითონ აუცილებლად მოხვდებიან. ” – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.