ახლა აღარ ვამბობთ უბრალოდ მთავარი ხართ თქვენ, იმასაც კი არა რომ მთავარია ნიკას თავისუფლება, მთავარია მიშას თავისუფლება, პეტრეს თავისუფლება…არა, მთავარია თავისუფლება. – ამ სიტყვებით მიმართა გიორგი გაბუნიამ “მთავარი არხის” ეზოში შეკრებილ მხარდამჭერებს.
“ჩვენთვის თავისუფლების სიმბოლო არის ნიკა. ამიტომ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნიკას არხზე, ნიკას სამყაროში. ნიკამ შექმნა ეს პატარა სახლი, აქ ბევრი ადამიანი შეიძლება არ მუშაობს, არ ცხოვრობს, მაგრამ ყველა ვინც აქ არის, არის თქვენთვის და იბრძვის თქვენი თავისუფლებისთვის, ამისთვის გაჩნდა ეს არხი. ამისთვის იბრძოდა და იბრძვის ახლა ნიკა საკნიდან.
დიდი სურვილი მქონდა ეს კადრები ენახა, მას საკანში არაფერი არ აქვს, მხოლოდ ისაა და მისი წიგნები ჯერჯერობით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის იგრძნობს და ეტყვიან, რომ დღეს თქვენ აქ იყავით, მის გვერდით, მიუხედავად იმისა, რომ ის შორის არის, ის თქვენთან ერთად არის და ჩვენ მასთან ერთად ვართ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი. იმიტომ, რომ ჩვენთვის ნიკა არის ყველას თავისუფლების სიმბოლო, საქართველოს თავისუფლების სიმბოლო. მასთან ერთად, ქართულმა ოცნებამ დააპატიმრა არამხოლოდ სიტყვის თავისუფლება, არა მხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობა, არამედ მან დააპატიმრა ჩვენი ქვეყნის მომავალი, ამიტომ ჩვენ ვიბრძოლებთ რომ ამ ქვეყანას, საქართველოს ჰქონდეს უბრალოდ მომავალი კი არა, ნათელი, დამოუკიდებელი, მდიდარ და ბედნიერი მომავალი.
დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ, ჩვენ თავს არ დავზოგავთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენი დახმარებით რა თქმა უნდა, რომ არასდროს არ დადგეს ის, წამი, როდესაც თქვენ შავ ეკრანზე დაინახავთ მხოლოდ ამ ლოგოს და როდისღაც ეს ლოგოც გაქრება. ეს არ მოხდება, ჩვენ თავს გავწირავთ იმისთვის რომ ეს არ მოხდეს და ცოტა ხანში ამ ეზოში, ისევ, დარწმუნებულ ვარ, მოგესალმებით ნიკასთან ერთად”. – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.