ედაგოგი ნინო ნიფარიშვილი უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით 42 წლის მუსიკოსზე წერს, რომელიც ომში „დაბერდა“ და რომელსაც სახლში მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.. გოგონა ელოდება მამას, რომელიც აზოვსტალიდან უნდა დაბრუნდეს.
„42 წლის მიხაილო, რომელიც ახლა 20 წლით უფროსს ჰგავს … რამდენი რამ იკითხება მის გამოხედვასა და მსუბუქ ღიმილში… პროფესიონალი მუსიკოსი. უკრავს გიტარასა და ფორტეპიანოზე. ერთი ქალიშვილი ჰყოლია, სახელად კატია.ვკატია გოგო, რომელიც ძალიან ჰგავს მამას
2015 წელს ის მოხალისედ წავიდა, რათა დაეცვა საკუთარი სამშობლო რუსი ოკუპანტებისაგან, უკრაინის აღმოსავლეთში. მას შემდეგ მან თავი მთლიანად სამხედრო სამსახურს მიუძღვნა. მისი შვილისთვის, აზოვსტალიდან პერიოდულად გამოგზავნილი მოკლე შეტყობინებები იქცა ნუგეშად:
– მე ცოცხალი ვარ!
კატიამ იცის, რომ მამა ხელშია დაჭრილი, ფეხი კი დაზიანებული აქვს. კატიას მტკიცედ სჯერა, რომ ერთ დღესაც შეძლებს მამამისის ჩახუტებას. ინფორმაციას ავრცელებს “U24”.
ამ გოგოს მამა, სხვა ბავშვების მამები, დედების შვილები , ყველა დაჭრილი მებრძოლი, რომელიც გუშინ გადაიყვანეს … აზოვსტალში ისევ მყოფები, ყველა, სულ ყველა უნდა გადარჩეს. ურთულესი პროცესია დაწყებული, ურთულესი, რომელიც აუცილებლად ამ მებრძოლების გადარჩენით უნდა დასრულდეს.“ – წერს მოქალაქე.