„საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ეუთო/ოდირის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ელჩ ჯილიან სტირკს შეხვდა“ – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ელჩმა დეგნანმა აღნიშნა, რომ „ოდირის მუშაობა საქართველოში კრიტიკულად მნიშვნელოვანია სანდო და ლეგიტიმური არჩევნების ჩასატარებლად.
„ელჩი, კელი დეგნანი ეუთო/ოდირის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ელჩ ჯილიან სტირკს შეხვდა საქართველოში მოხლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე სასაუბროდ და იმის განსახილველად, როგორ შეუძლია ეუთოსა და შეერთებულ შტატებს მხარი დაუჭიროს საქართველოს ძალისხმევას, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები არჩევნების თავისუფლად, სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩასატარებლად. ელჩმა დეგნანმა აღნიშნა, რომ „ოდირის მუშაობა საქართველოში კრიტიკულად მნიშვნელოვანია სანდო და ლეგიტიმური არჩევნების ჩასატარებლად.
USAID-ის მეშვეობით ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სხვადასხვა ადგილობრივ სადამკვირვებლო ძალისხმევებს. ამასთანავე, აშშ-ის საელჩოც უზრუნველყოფს დამკვირვებლებს ოდირის მისიის მხარდასაჭერად“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.