ახალგაზრდა პიანისტი ირმა გიგანი ნიკა გვარამიას დაჭერას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:
„რუსული რეჟიმი გამოცხადდა საქართველოში?ვინც ამას დღესაც ვერ ხედავთ ან გიხარიათ რაც ხდება , რა იზოლაციაშიც ვართ ქვეყანა-მინდა გითხრათ რომ საბოლოოდ მაინც ცოტანი იქნებით, ერთხელაც და ბევრჯერაც გადაიტანა ქვეყანამ ფაშისტ-კომუნისტები. ბევრი ბევრი ბევრი გამყიდველიც.კიდევ გადაიტანს.უცხოეთში მყოფი ქართველები კი მართლა სამშობლოდან წასულები არ გეგონოთ-იმისთვის წავიდნენ რომ დაბრუნდნენ! საქართველოში- ევროპულ საქართველოში დაბრუნდნენ.რაც არ უნდა ჩაახშოთ ხმა, მით უფრო ხმამაღალს გაიგონებთ.სანამ რუსულ ნაბიჯებს გადადგამთ, ისტორიას კარგად გადახედეთ .თქვენ ხომ თავისუფლებისთვის არც არასოდეს გიბრძოლიათ – მასზე როგორ გაიმარჯვებთ.” – წერს გიგანი.