”ჩრდილოეთ კორეაში ვცხოვრობთ… ხმის ამოღება, გაჭირვებაზე საუბარი, გაძვირებულ ცხოვრებაზე ხმის ამოღება დასჯადია…
ჯერ გაგიტაცებენ, ხელებს გადაგიგრეხენ, ჩაგტენიან მანქანაში და მერე ეგრედწოდებული მოსამართლე გაგაფრთხილებს, რომ მეორედ არ გაბედო ხმის ამოღება კი არა – გაფიქრებაც კი, რომ ხმა ამოიღო…
კრემლის აგენტების ქვეყანას ცხადია მართავენ რუსულად – მე, ჩემს მეგობრებთან ერთად არ ვაპირებ მოსკოვში ცხოვრებას და მონობის შეგუებას” – ასე ეხმაურება საკუთარ სასამართლო პროცესს ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან თათია ნიკოლაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თათია ნიკოლაშვილი ოზურგეთის პოლიციამ რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ოზურგეთში, საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის წინ, მაშინ დააკავა, როცა მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეყნის პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებოდნენ.
შსს მ ნიკოლაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, რომლის მიხედვითაც დეპუტატს უწყება 273 მუხლის პირველი ნაწილით-დაუმორჩილებლობა-ედავება.