“მამალაძე კორუფციის სიმბოლო იყო…ივანიშვილის რეჟიმისთვის ის სხეულის ნაწილია”- ბესიკ დონაძე

ევროპული საქართველოს წევრი, ბესიკ დონაძე ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის საქართველოში ჩამოყვანას ეხმაურება.

ოპოზიციონერი ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” “კორუფციის სიმბოლო შეიწყალა”

ივანიშვილის რეჟიმის დროს, ლოგიკურია, ლევან მამალაძე საქართველოში დაბრუნდეს. მანამდე დაბრუნდა კვიციანიც. ეს არის პუტინისტური რეჟიმი და ეს ადამიანები ხელისუფლების მოკავშირეები არიან. შევარდნაძის დროს მამალაძე იყო კორუფციის სიმბოლო,  დღეს ეს ადამიანი შეიწყალეს და დააბრუნეს საქართველოში, გამომდინარე იქიდან, რომ ივანიშვილის რეჟიმიც კორუფციულია, ხელისუფლებისთვის მამალაძე არის მათი სხეულის ნაწილი”- აცხადებს დონაძე. 

ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების გაქცეული მაღალაჩინოსანი თბილისში “ტვ პირველმა” გუშინ დააფიქსირა. მრავალი მილიონის დატაცებისთვის მსჯავრდებული ლევან მამალაძე რომელიც ქვეყნიდან 2003 წელს გაიქცა და 17 წლით პატიმრობა ჰქოდან მისჯლი, “ქართული ოცნების” ამნისტიის შედეგად უკან დაბრუნდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share