4 ტელევიზია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ერთობლივ წერილს გადასცემს – ჟურნალისტების აქცია-პერფორმანსი დერეკ შოლეს შეხვედრების პარალელურად

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი ამ წუთებში, ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ხვდება, შეხვედრის პარალელურად, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტთან” კრიტიკული მედიების წარმომადგენლები აქცია-პერფომანსს მართავენ.

ჟურნალისტებს მიტანილი აქვთ ბანერები წარწერებით, რომ საქართველოში, დამოუკიდებელი მედია, განსხვავებული აზრი  და სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია.

სწორედ ამ ფორმით შეეცდებიან ჟურნალისტები ენტონი ბლინკენის თანაშემწეს გააგებინონ, რომ ქვეყანაში კრიტიკული მედიის ხელმძღვანელებს იჭერენ პოლიტიკური მოტივებით და შეეცდებიან გადასცენ მას ერთობლივი წერილიც.

იმის საჩვენებლად, როგორ ცდილობს ხელისუფლება თავისუფალი სიტყვის ჩახშობას, ჟურნალისტებმა სიმბოლურად პირი აიკრეს.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share