ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ვითარება ძალიან მალე შეიცვლება მიხეილ სააკაშვილის, როგორც უსამართლოდ ტყვეობაში მყოფი ადამიანის სასარგებლოდ – აცხადებს ენმ-ს ლიდერი, ნიკა მელია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, დერეკ შოლესთან შეხვედრის შემდეგ.
ამერიკელ მაღალჩინოსანს ოპოზიციის ლიდერები დღეს “ქორთიარდ მერიოტში” შეხვდნენ:
“პოლიტიკური პატიმრობა, რომ სენსაციად აღარ აღიქმება ჩვენს ქვეყანაში, ეს არის უფრო შემაშფოთებელია ჩვენი პარტნიორებისთვის. ამ ვითარებას ამძიმებს გარემოება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, იგი იბრძვის სიცოცხლისთვის და ებრძვის სიკვდილს და აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს წარმადგენლების როლი და აქაც როგორც არასოდეს, ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ეს ვითარება ძალიან მალე შეიცვლება მიხეილ სააკაშვილის, როგორც უსამართლოდ ტყვეობაში მყოფი ადამიანის სასარგებლოდა და იგი იქნება გადაყვანილი შესაბამის ევროპულ სახელმწიფოში, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.” ამბობს ნიკა მელია.