რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, ქალიშვილმა, 35 წლის კატერინა ტიხონოვამ, რომელიც კირილ შამალოვს რამდენიმე წლის წინ დაშორდა, ახალი სიყვარული იპოვნა და მასთან ქალიშვილიც კი შეეძინა. ბედის ირონიით, მისი ამჟამინდელ ქმარი, პუტინის მოსისხლე მტრის, უკრაინის პრეზიდენტის მოგვარე – იგორ ზელენსკია. ინფორმაციას Der Spiegel აქვეყნებს.
გამოცემის ინფორმაციით, 52 წლის იგორ ზელენსკი ბალეტის მოცეკვავეა. ის ბავარიის სახელმწიფო ბალეტს 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა და თანამდებობა კონტრაქტის ამოწურვამდე დიდი ხნით ადრე, 2022 წლის აპრილში დატოვა. გამოცემის ინფორმაციით, ის რეალურად, იმის გამო გაათავისუფლეს, რომ საჯაროდ დაგმო რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.
ამასთან, ანონიმურმა წყარომ Der Spiegel -ს კატერინა ტიხონოვას დაცვის სამსახურის, იგივე პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის ოლექსი სკრიპჩაკის, ელექტრონული ფოსტიდან მოპოვებული დოკუმენტები გადასცა. მათ შორისაა პუტინის ქალიშვილის, ზელენსკის და 2017 წელს დაბადებული გოგონას პასპორტები.
2018 წლიდან ზელენსკი არის ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, პროექტი, რომელიც ინიცირებულია პირადად ვლადიმერ პუტინის მიერ. ამისთვის ,,როსნეფტგაზმა” თანხები გამოყო.