მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და ,,მთავარი არხის” გადარჩენა – ეს ორი სადარდებელი აქვს ხელისუფლების მძევალს, ნიკა გვარამიას, ციხეში – ამის შესახებ რუსთავის მე-12-ე დაწესებულებიდან გამოსულმა ,,ენმ”-ს წევრმა, კობა ნაყოფიამ, განაცხადა. მისი თქმით, ,,მთავარი არხის” დამფუძნებული 4 დღეა, პოლიტიკურ ტყვოებაშია, არ აქვს ტელევიზორი და ქვეყნაში მიმდინარე ამბებს ახლა მნახველებისგან იგებს.
ნიკა თავს მხნედ გრძნობს. შეხვედრისას გამოჰყო 2 პრიორიტეტული საკითხი-მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და თქვა, რომ მიშას ახლა აქვს ძალიან ცოტა დრო, ვციტირებ მის სიტყვებს.
მეორე საკითხი კი არის ,,მთავარი არხი” და ნიკა გვარამიამ ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.
ვკითხე, რამე საყოფაცხოვრებო პრობლემები ხომ არ გაქვს-მეთქი და ტელევიზორი არ მაქვსო. ჰქონდა ბალიშის პრობლემაც და ესეც მოგვარდა. – განაცხადა კობა ნაყოფიამ.
უკვე მეოთხე დღეა, ნიკა გვარამია რუსთავის მე-12-ე დაწესებულების 212-ე საკნის მკვიდრია.