ევროპის ძიუდოს კავშირმა 2021 წლის საუკეთესოთა შორის ორი ქართველი დაასახელა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი ევროპის ძიუდოს კავშირმა (EJU) ევროპის 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, გიორგი სარდალაშვილი კი კონტინენტის ამომავალ ვარსკვლავად. 18 წლის ქართველი ძიუდოისტი გასულ წელს ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ევროპის ჩემპიონატზე კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
2021 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ევროპული ძიუდოს მმართველმა ორგანიზაციამ ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაასახელა, ქალად – ფრანგი კლარის აგბენენუ, ახალგაზრდების ნომინაციაში რუმინელი ადრიან სულკა და გერმანელი ანა მარია ოლეკი გამოარჩიეს, წლის გუნდად კი საფრანგეთის ნაკრები გამოცხადდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share