ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გადაიდო. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.
დღეს პროცესზე წარმოდგენილი იყო სამედიცინო ცენტრ “ვივამედიდან” ცნობა, რომლის მიხედვითაც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა.
სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ შედგენილი ოქმიც, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ მისი დასწრების გარეშე სხდომა არ ჩატარებულიყო.
მას დისტანციურად ჩართვაც შესთავაზეს, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა ამაზეც უარი თქვა.
დღესვე, პროცესზე ბრალდებულების, ზურაბ ადეიშვილის და დავით კეზერაშვილის მიმართ დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებაც გადაისინჯა და ძალაში დარჩა.