ტრაგედია ბოლო ზარზე – ბორჯომში ავტოკატასტროფას მეთორმეტე კლასელი ემსხვერპლა

ტრაგედია ბოლო ზარზე  – ბორჯომში ავტოკატასტროფას მეთორმეტე კლასელი ემსხვერპლა. დაშავებულია სკოლის კიდევ სამი მოსწავლე. ირკვევა, რომ  მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა,  ერთი ინერციით მდინარე “მტკვარში” გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე ხევში გადაჩეხილი მანქანა დაგვხვდა. სამი დაშავებული ბორჯომის „ჯეოჰოსპიტალში“ არის გადაყვანილი. ერთი პირი ადგილზე გარდაცვლილი დაგვხვდა, –ამბობს სასწრაფოს ექიმი.

მეთორმეტე კლასელის ცხედარს ახლა ექსპერტიზაზე ახალციხეში მიასვენებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share