“ლოქდაუნი” არ იქნება- გიორგი გახარია

არაფერი იცვლება. როგორც განვაცხადეთ, მივყვებით გეგმას. ამ გეგმაში გადაადგილებასთან დაკავშირებით,  არაფერი შეიცვლება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

​„არ იქნება არანაირი „ლოქდაუნი“, არ იქნება არანაირი შეზღუდვა გადაადგილებაზე – ავტომობილებით თუ ფეხით. ერთადერთი, რაც 24 დეკემბრიდან გაიხსნა, სავაჭრო ობიექტები, ისინი დაიხურება. სხვა შეზღუდვა ქვეყანაში არ იქნება. არანაირი შეზღუდვები გადაადგილებაზე ქვეყანაში არ დაწესდება და არანაირი სრული სახის ლოკდაუნი ქვეყანაში არ გამოცხადდება. ამის აუცილებლობა არ არსებობს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share