ბორჯომში, ავარიის დროს დაღუპული 17 წლის მოზარდი ბორჯომის მე-3 სკოლის მოსწავლე, ლუკა ლეკიაშვილია.
„საშინელება ტრიალებს. ლუკას დედაც ამავე სკოლის მასწვალებელია, ინგლისურს ასწავლის. ბოლო ზარი უკვე დასრულებული იყო, ავტომობილის კოლონა მწვანე მონასტრის ტერიტორიიდან ხაშურისკენ მიდიოდა, სადაც რესტორანში უნდა ექეიფათ“, – ამბობენ შემთხვევის ადგილზე მყოფი ბორჯომელები.
ბორჯომთან ახლოს, მწვანე მონასტრის ტერიტორიასთან, ავტომობილი, რომელშიც მოსწავლეები ისხდნენ, მდინარეში გადავარდა. არის მსხვერპლი. ისინი დღეს „ბოლო ზარს“ აღნიშნავდნენ.
მანქანაში 4 მოსწავლე იმყოფებოდა, ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. დანარჩენი 3 კი, ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა „კურიერს” განუცხადა, ერთ-ერთი მოსწავლე გოგონა მათთან მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.