“ჩემი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ სცადა ქონების გასხვისება, გადამალვა, ერთ ადამიანზე..მაგრამ უარი მიიღო ” ,- ამის შესახებ “კანონი და სამართლის” ლიდერი,თაკო ჩარკვიანი, გადაცემაში “დროული კითხვები” საუბრობს:
“ჩემი ინფორმაციით, დასავლეთის ანალიზის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა მცდელობა ერთ-ერთ საკმაოდ ცნობილ ადამიანზე გადანაწილება მომხდარიყო და ამით გადაემალა თავისი ქონება. მან ამაზე მიიღო უარი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია” – განაცხადა ჩარკვიანმა.