სიაში მათი ჩაწერის საფუძვლად მითითებულია: “პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება”. ხოდორკოვსკი სამინისტრომ უკრაინასთან დააკავშირა, ხოლო კასპაროვი – უკრაინასთან და ამერიკულ ფონდ Human Rights Foundation-თან.
ამჟამად სიაში მხოლოდ შვიდი ფიზიკური პირია, მათ შორის ტელეწამყვანი ევგენი კისელევი, ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი, ნავალნის თანაგუნდელი ლეონიდ ვოლკოვი, პოლიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა, რეპერი ალიშერ მორგენშტერნი.
ფიზიკური პირების რეესტრის შექმნა ჯერ კიდევ 2020 წლის კანონით იყო გათვალისწინებული, თუმცა მისი შევსება რუსეთში 2022 წლის აპრილში დაიწყეს. მედია-უცხოელი აგენტების მსგავსად, ფიზიკურმა პირებმა თავიანთ საჯარო მასალებს უნდა დაურთონ შესაბამისი მარკირება, ასევე, მუდმივად მოახსენონ იუსტიციის სამინისტრო შემოსავლებისა და დანახარჯების შესახებ.