2020 წლის ქალთა საუკეთესო მწვრთნელი – გიორგი ჩხაიძე, საუკეთესო ფეხბურთელი კი ხატია ჭყონია გახდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველ წლიური დაჯილდოება GFF Awards მიმდინარე წელს პანდემიის და საკარანტინო რეგულაციების გამო, შეცვლილი ფორმატით გაიმართა. 2020 წლის საუკეთესოთა გამოვლენა 29 დეკემბერს 11:00 საათიდან ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელი გამოვლენით დაიწყო და 13:30 საათზე საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის დასახელებით დასრულდება.
2020 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა.
2020 წლის ქალთა საუკეთესო მწვრთნელი – გიორგი ჩხაიძე (ქსკ ლანჩხუთი) გახდა
2020 წლის საქართველოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – ხატია ჭყონია (ქსკ ლანჩხუთი)
ნომინანტები: ხატია ჭყონია (ქსკ ლანჩხუთი), ნინო პასიკაშვილი (სკ კვარტალი), თათია გაბუნია (ქსკ ლანჩხუთი)