მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3,5 თეთრით გაძვირდა

სემეკის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო ტარიფი, (დღგ-ს ჩათვლით) 3.5 თეთრით იზრდება. თბილისის მოსახლეობისა და კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი პირველი იანვრიდან ამოქმედდება და ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი ძალაში 2025 წლის ბოლომდე იქნება.​​

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებმა დადგენილების პროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

„თელასის“ სამომხმარებლო ტარიფები მოსახლეობისთვის შემდეგი იქნება:

პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით) – მოქმედი ტარიფი 14.544 თეთრი – ახალი ტარიფი 18.041 თეთრი;

მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ) – მოქმედი ტარიფი 18.556 თეთრი – ახალი ტარიფი 22.053 თეთრი;

მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი) – მოქმედი ტარიფი 23.040 თეთრი – ახალი ტარიფი 26.537 თეთრი.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, 2021 წლის პირველი იანვრიდან დენის ტარიფი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვისაც იზრდება.

სემეკ-ის დადგენილების პროექტით, ასევე 3,5 თეთრით იზრდება ტარიფი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტარიფები მოსახლეობისთვის (დღგ-ს ჩათვლით) შემდეგი იქნება:

პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით) – მოქმედი ტარიფი 14.237 თეთრი – ახალი ტარიფი 17.731 თეთრი;

მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ) – მოქმედი ტარიფი 18.213 თეთრი – ახალი ტარიფი 21.707 თეთრი;

მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი) – მოქმედი ტარიფი 22.733 თეთრი – ახალი ტარიფი 26.227 თეთრი.

სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ტარიფი კომერციული სექტორისთვის დაახლოებით 11 თეთრით მოიმატებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 75
    მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების გაუმჯობესების შესაძლებლობები გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში„უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის (SECTORs)“ - ასე ჰქვია ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს რომლის განხორციელებაც გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა ახლახანს დაიწყო საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით. პროექტი სამწლიანია და მისი საქმიანობის არეალი გურიას, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამეგრელოს მოიცავს. პროექტის მიზანია საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების…
    Tags: საზოგადოება
  • 74
    ავტოკრატიის მიმართ ხალხმა გამოიმუშავა იმუნიტეტი – ბიძინა ივანიშვილიჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისათვის, სასიხარულო და საამაყოა, რომ ჩვენმა ხალხმა, ისტორიულად ძალზე ხანმოკლე პერიოდში, უნიკალური  გამოცდილება და უნარები შეიძინა”,-  ნათქვამია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გამოქვეყნებულ წერილში. ბიძინა ივანიშვილის თქმით,  პოლიტიკური ლიდერების მიმართ მიამიტურად და ბრმად ნდობის პრაქტიკაც საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს და  ამიერიდან, ნებისმიერი ხელისუფლება…
    Tags: საზოგადოება
  • 74
    ვარსკვლავების 40 ძალიან ძველი და იშვიათი ფოტოგაინტერესებთ, როგორ გამოიყურებოდნენ თქვენი საყვარელი მომღერლები, მსახიობები და მოდელები მაშინ, როდესაც პოპულარობის ზენიტში იყვნენ? მაშინ სწორ ადგილად მოხვდით. წარმოგიდგენთ ყველა დროის ყველაზე დიდი ვარსკვლავების 40 ძალიან ძველი და იშვიათი ფოტოს. 1. პრინცესა დაიანა და მისი შვილები დისნეილენდში სხვებთან ერთად იდგნენ გრძელ რიგში 2. დართ ვეიდერზე ამხედრებული ფრედი მერკური 3. ასე…
    Tags: საზოგადოება
  • 73
    პიროვნული, პროფესიული განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობები მოწყვლადი ჯგუფებისათვის გურიაში, აჭარასა და სამეგრელოშიპროექტი „ უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის - SECTORs” აცხადებს  მსურველთა მიღებას პიროვნული ზრდის პროგრამაში მონაწილეობის მიზნით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მიზნად ისახავს საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებობების გაუმჯობესებას სექტორული პარტნიორობის წახალისების, სამეწარმეო განათლების შეთავაზებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით, რათა წვლილი შევიტანოთ პროექტის სამიზნე რეგიონების…
    Tags: საზოგადოება