მომდევნო წელს ვალი არა 5 მილიარდ 279 მილიონით, არამედ დაახლოებით, 2 მილიარდ 479 მილიონი ლარით იზრდება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მომდევნო წელს საერთაშორისო პარტნიორებიდან საბიუჯეტო დახმარების სახით, ქვეყანა მიიღებს 2 მილიარდ 178 მილიონ ლარს, საინვესტიციო კრედიტების სახით, მილიარდ 451 მილიონ ლარს, ამავდროულად, დაიფარება გასულ წლებში აღებული ვალები მილიარდ 110 მილიონი ლარის ოდენობით.
„ფასიანი ქაღალდების ემისიის შედეგად მიღებული რესურსი მოხმარდება წინა წლების ფასიანი ქაღალდების დაფარვას. შედეგად, ჯამურად განხორციელდება არა ვალის ზრდა, არამედ მისი დაფარვა 40 მილიონი ლარის ოდენობით. ანალოგიური მდგომარეობაა ევრობონდების შემთხვევაშიც. მომდევნო წელს განხორციელდება 500 მილიონი დოლარის ევრობონდების გამოშვება, რაც მილიარდ 650 მილიონი ლარია და ამ თანხით განხორციელდება 2011 წელს გამოშვებული ევრობონდების დაფარვა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მსგავსი სტატიები
- 92
2021 წლის პირველი იანვრიდან პენსიები იზრდება, 70 წლამდე პენსიონერებისთვის 20 ლარით, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკისთვის 25 ლარით გაიზრდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა. “ამ თანხაში მოიაზრება როგორც მიმდინარე წელს გაზრდილი პენსიის დაფინანსება, ასევე ინდექსაციის შესაბამისად, პენსიების ზრდა მომდევნო წლის იანვრიდან. კერძოდ, 70 წლამდე პენსიონერებისთვის 20…
- 91
არაფერი იცვლება. როგორც განვაცხადეთ, მივყვებით გეგმას. ამ გეგმაში გადაადგილებასთან დაკავშირებით, არაფერი შეიცვლება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. „არ იქნება არანაირი „ლოქდაუნი“, არ იქნება არანაირი შეზღუდვა გადაადგილებაზე – ავტომობილებით თუ ფეხით. ერთადერთი, რაც 24 დეკემბრიდან გაიხსნა, სავაჭრო ობიექტები, ისინი დაიხურება. სხვა შეზღუდვა ქვეყანაში არ იქნება. არანაირი შეზღუდვები გადაადგილებაზე ქვეყანაში არ…
- 91
იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, თინა ბურჯალიანი, სოციალურ ქსელში, რამდენიმე დღის წინ, წერდა: “21 იანვარს, თითქმის 13 წლიანი პროცესის შემდეგ, ევროსასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას 2008 წლის ომის საქმეზე (საქართველო რუსეთის წინააღმდეგ II). ეს საქმე 2008 წლის 11 აგვისტოს დავიწყეთ რუსეთისათვის დროებითი ზომების დაკისრების მოთხოვნით. სრული საჩივარი შევიტანეთ 2009 წლის 6 თებერვალს.…