16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებით, როგორც ჩანს არაფერი დასრულებულა. სასამართლომ ნიკა გვარამიას ბრალი ცნო, თუმცა ეს მას ზიანის ანაზღაურებას არ ავალდებულებს. სწორედ ამ მიზნით, ქიბარ ხალვაში მზად იყო სასამართლოში სამოქალაქო სარჩელი შეეტანა და ზიანის ანაზღაურება ფულადი სახით მოეთხოვა.
იმ შემთხვევაში თუ საქალაქო სასამართლო ხალვაშის სარჩელს წარმოებაში მიიღებს, ეს უპრეცედენტო შემთხვევა იქნება, რადგან ჯერჯერობით არ ყოფილა შემთხვევა, როცა სამივე ინსტანცია დასრულებული არაა და საქალაქო სასამართლო სარჩელს წარმოებაში იღებს.
თუ ყველაფერი ხელისუფლების გეგმის მიხედვით განხორციელდა, პროცედურის თანახმად, დაყადაღდება ყველა უძრავი ქონება და აქტივი, რაც ნიკა გვარამიას გააჩნია. ერთადერთი აქტივი კი 12%-იანი წილია, რომელიც მას მთავარ არხში აქვს.
წყარო – ტვ პირველი