რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მომღერალი გრიგორი ლეპსი რუსული კულტურის შესახებ განცხადებას აკეთებს. ის მიიჩნევს, რომ მსოფლიოს მიერ რუსული კულტურის უარყოფა, საგანგაშო სიგნალია.
„როგორ შეიძლება აიკრძალოს ჩაიკოვსკი, გლინკა, დოსტოევსკი და პუშკინი? ეს იგივეა, რომ ჩვენ ავკრძალოთ ბაირონი და შექსპირი, ასეც ვიზამთ, თუ დასავლეთი მათ აკრძალავს. ჩვენ ვსაუბრობთ დიდ რუსებზე, რომლებმაც ოქროს ასოებით ჩაწერეს თავიანთი სახელები ისტორიაში“ – ამბობს მომღერალი.