გაერთიანებული ოპოზიცია არ არსებობს – თეა წულუკიანი

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია არ არსებობს.

მისივე თქმით,  ოპოზიციამ პარლამენტში ყოფნასა და კითხვების დასმას ქუჩა არჩია.

„სამწუხაროდ, ვერ ვიწანასწარმეტყველებ და ვერ გეტყვით, მეხუთე რაუნდი იქნება თუ არა დასკვნითი, მაგრამ მთავარია ის, თუ რა სულისკვეთებით მონაწილეობენ მმართველი პარტია და მისი წარმომადგებლები ამ რაუნდებში.

სულისკვეთება არის ის, რომ იქნებ გაუჩნდეთ პარლამენტში შემოსვლის სურვილი ოპოზიციის ამა თუ იმ წარმომადგენელს, პარტიებს ან ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელიც არ არსებობს და არც არასდროს არსებულა, ამას უკვე ფაქტებით ვხედავთ. დღე ერთია და მისი შემადგენელი პოლიტიკური პარტიები მარტივ მამრავლებად იშლებიან.

როცა დღეს ფინანსთა მინისტრი მომავალი წლის ბიუჯეტზე საუბრობს, იქნებ გაუჩნდეთ სურვილი, დასვან ის საჭირბოროტო კითხვები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, რომ მათ აქვთ, მაგრამ მათ ამ კითხვების დასასმელად ვერ მოიცალეს, არ მოიცალეს და ქუჩა არჩიეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share