ქვეყნები, რომლებიც საქართველოს პანდემიის დროს ფინანსურად დაეხმარნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, უპრეცედენტო იყო ის ფინანსური დახმარება, რომელიც საქართველომ სტრატეგიული პარტნიორი და პარტნიორი ქვეყნებიდან პანდემიის დროს მიიღო.

“ამ მეტად რთულ პერიოდში, როდესაც თითოეული პროდუქტი სტრატეგიული მნიშვნელობის გახლდათ, მაშინ როდესაც მათთვისაც ეს იყო პრიორიტეტული და კრიტიკულად მნიშვნელობის საჭიროების, გამონახეს შესაძლებლობა, რომ საქართველოს დახმარებოდნენ”, — განაცხადა ზალკალიანმა უწყების წლიური ანგარიშის წარდგენისას.

Covid-19-ის დროს საერთაშორისო დონორების სია ასე გამოიყურება:

  • აშშ-დან საქართველომ 17 მილიონ დოლარზე მეტი ფინანსური დახმარება მიიღო;
  • ევროკავშირისგან 430 მილიონი ევრო;
  • ჩინეთიდან 55 000 ტონა სამედიცინო პროდუქცია იქნა მობილიზებული;
  • იაპონიისგან საქართველომ ანტივირუსული პრეპარატი ავიგანი ერთ-ერთმა პირველმა მიიღო, რითაც 300 მილიონი იაპონური იენის (2, 8 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის ფინანსური დახმარება განხორციელდა.
  • კორეის რესპუბლიკისგან საქართველომ 400 000 დოლარზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება მიიღო;
  • გაეროს Covid-19-ის საპასუხო და აღდგენის ფონდიდან საქართველოს 1 მილიონ აშშ დოლარი გადაეცა;
  • აზერბაიჯანისა და თურქეთის რესპუბლიკებისგან სხვადასხვა სამედიცინო ნედლეული და აღჭურვილობა;
  • ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო სწრაფი სადიაგნოსტიკო
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share