კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტები მარგარიტა სიმონიანი და ვლადიმერ სოლოვიოვი რუსეთის „პირველი არხის“ ეთერში მსოფლიო პოლიტიკას განიხილავდნენ. სიმონიანმა რუსული საზოგადოების გამოფხიზლებაზე ისაუბრა: ,,გუშინ ამ თემით გამოვდიოდი ცოდნის მარათონზე, შენც იქ იყავი, ვიცი“ – მიმართა სიმონიანმა სოლოვიოვს. თავის მხრივ სოლოვიოვმა კომპლიმენტებით აავსო მარგარიტა სიმონიანი: „კი, ხშირად გახსენე გამოსვლაში. მინდა, სულ შენი ფრაზებით ვისაუბრო“ – მიმართა სოლოვიოვმა სიმონიანს.
გადაცემაში სიმონიანმა საინფორმაციო ომზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ომსაც რუსეთი მოიგებს.