არ მგონია, რომ ვინმე ვიოლას ან იან კელის რეცეპტებით უნდა ვიცხოვროთ – წულუკიანი

“დაახლოებით იმას ჰგავს, რომ სალომე სამადაშვილი გამოდიოდეს დილით, შუადღეს, საღამოს გერმანულ და ფრანგულ არხებზე და გერმანელ და ფრანგ ერებს ასწავლიდეს, როგორ იცხოვრონ. წარმოიდგინეთ, რამდენად არასერიოზულად გამოჩნდებიან ფრანგები და გერმანელები, რომ ყოველდღე კომენტარები აკეთონ იმაზე: “სალომემ ასე თქვა, სალომემ ისე თქვა“. ეს ხომ ხარხარის დონის ანეკდოტია და ჩვენ ასე ვიქცევით საქართველოში და ალბათ დროა, რომ ყველამ – ჩემით დაწყებული და სხვებით გაგრძელებული, ასეთი ქცევა შევწყვიტოთ. გერმანელები არ ცხოვრობენ სალომე სამადაშვილის რეცეპტებით და მეც არ მგონია, რომ უნდა ვიცხოვროთ ვინმე ვიოლას ან იან კელის რეცეპტებით. ჩვენ გვყავს ოფიციალური კოლეგები სახელმწიფო დეპარტამენტში, მათი ოფიციალური ელჩია ქალბატონი კელი დეგნანი, რომელთანაც შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, გვყავს სხვადასხვა დეპუტატი ევროკავშირში…”

აცხადებს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი იმედის ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share