“მოველით, რომ მისი ზოგადი მდგომარეობა დამძიმებული იქნება” – მიხეილ სააკაშვილზე სამედიცინო დასკვნა ისევ უცნობია

მესამე პრეზიდენტი 11 დღეა კლინიკაში იმყოფება, თუმცა “ვივა მედის” სამედიცინო დასკვნა ჯერ ისევ უცნობია. სავარაუდოდ, დოკუმენტი ამ კვირაში უნდა გასაჯაროვდეს. ამ დასკვნაზეა დამოკიდებული გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ. დოკუმენტს ელოდებიან მედიკოსები და მესამე პრეზიდენტის ოჯახი.

“ჩვენ მოველით, რომ იქნება დამძიმება მისი ზოგადი მდგომარეობის ამ დაავადებებიდან გამომდინარე, მძიმდება და მატულობს დაავადებათა რაოდენობა, კერძოდ, ენცეფალოპათიას დაემატა ნეიროპათია, ეს ნიშნავს ხელებში დაბუჟებას და ხელებში და ფეხებში შეგრძნების დაკარგვას, 7 თვეა გასული, შესაძლებელი იყო ამ დაავადების მოთოკვა და განკურნება, მაგრამ ასე არ მოხდა. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ ამ დაავადებათა მართვის შესაძლებლობა საქართველოს კლინიკებში არ არის”, – თქვა ოთარ თოიძემ. 

ალტერნატიული კონსილიუმიც და ოჯახიც ითხოვს, რომ ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share