გლადიატორთა ბრძოლები ძველ რომში იმართებოდა, მათ შორის იყვნენ სუსტი სქესის წარმომადგენლებიც. ერთ-ერთი მათგანი გახლლდათ ჰერარდესკა მანუტიუსი (Gerardesca Manutius).
ისტორიული წყაროების მიხედვით, გოგონა გაქცეული მონა იყო, რომელიც სპარტაკის აჯანყებას შეუერთდა . თავდაპირველად, მისი როლი მეამბოხეებთან ინტიმური კავშირით შემოიფარგლებოდა, მაგრამ ძალიან მალე ყველაფერი შეიცვალა. მან დაიწყო ხელჩართული ბრძოლის ტექნიკის შესწავლა და ვარჯიში ხმლებით ბრძოლაში. მის მიმართ კეთილგანწყობილი იყო თავად სპარტაკი.
71 წელს ლუკანიის ბრძოლა აჯანყებულთა არმიისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. აჯანყებულთა ლიდერი მოკლეს ჰერარდესკა კი მრავალრიცხოვან ტყვეთა შორის აღმოჩნდა. საშინელი ჩვეულების თანახმად, გზებზე აღმართულ ჯვრებზე ჯვარს აცვეს 6000 ტყვე. მათ შორის გახლდათ ჩვენი ამბის გმირიც, მაგრამ იმ დღეს მას ბედმა გაუღიმა. გენერალმა კრასუსმა ის სხვათა შორის შენიშნა, რადგან გატანჯული, სისხლიანი და ჭუჭყიანიც კი ლამაზი იყო.
გენერალს მოეწონა ქალი-გლადიატორი. ბრძანა მისი ჯვრიდან ჩამოხსნა და კარავში წაყვანა. მაგრამ გამოჩენილ მთავარსარდალს არ შეეძლო მისი გათავისუფლება: რომაული საზოგადოება აჯანყებული მონების სისხლის ცხოველური წყურვილით იყო სავსე. და მარკუს კრასუსმა, ახალგაზრდა ქალის სილამაზით დატყვევებულმა, გადაწყვიტა მისი გაგზავნა კაპუაში, გლადიატორთა სახლში.
ქალმა გლადიატორთა ბრძოლის საფუძვლები სწრაფად გაითავისა: სამი კვირის შემდეგ პირველად გავიდა არენაზე. მისი მეტოქე მაშინდელი ცნობილი მებრძოლი თრაკიელი იყო. მაყურებელს თავისი რჩეულის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებოდა. მაგრამ გოგონას 5 წუთი დასჭირდა მოწინააღმდეგესთან გამკლავებისთვის და ცრუ მანევრის შედეგად გლადიუსი (რომაული ხმალი) მამაკას საზარდულში ჩაერჭო.
მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ჰერარდესკა სიცოცხლის უფლებისთვის იბრძოდა. მისი მეტოქეები საუკეთესოთა შორის საუკეთესოები იყვნენ – კაცებიც და ქალებიც. მონის გამბედაობამ და მოხერხებულობამ მაყურებელი მოხიბლა. ქალი-გლადიატორის პოპულარობა გაიზარდა და ჩანდა, რომ ძალიან მალე იგი მიიღებდა ნანატრ თავისუფლებას. ერთ წელზე ნაკლებ დროში მან 200-მდე ბრძოლა ჩაატარა და ყველადან გამარჯვებული გამოვიდა.
მაგრამ შემდეგში, რომელიც, წესით ყველაზე მარტივი უნდა ყოფილიყო ჰერარდესკასთვის, იგი შეებრძოლა ორ ჯუჯას. რაღაც მომენტში, მან კონცენტრირება მოახდინა ერთ-ერთ მათგანთან ბრძლოაზე, ამ დროს კი მეორე მოწინააღმდეგე უკნიდან მიეპარა და თირკმელების მიდამოში ჩასცა სამკაპი. მეომარი ქალი დაეცა და ხელის ჟესტიკულაციით ითხოვა შეწყალება. მაგრამ, მიუხედავად აღიარებისა და დიდებისა, საზოგადოებას გაახსენდა, რომ ის აჯანყებაში მონაწილეობდა.
გუშინდელი ფავორიტის ბედი წამებში გადაწყდა: სამკაპები მის მკერდსა და მუცელში აღმოჩნდა და ყველაზე კაშკაშა ქალი-გლადიატორის სიცოცხლე შეწყდა.
მაგრამ მან ისტორიაში ძალიან შესამჩნევი კვალი დატოვა, რის შემდეგაც რომში ქალ-გლადიატორთა პოპულარობა წარმოუდგენლად გაიზარდა.
allnews.ge