ვურჩევდი წულუკიანს, რომ სიტყვები „ამომრჩეველი“ და „ღალატი“ ერთდროულად არ იხმაროს- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერმა ხათუნა გოგორიშვილმა “ახალ თაობასთან” ისაუბრა.ვურჩევდი წულუკიანს, რომ სიტყვები „ამომრჩეველი“ და „ღალატი“ ერთდროულად არ იხმაროს. მას არანაირი მორალური უფლება არ აქვს. იმიტომ, რომ ზუსტად მისი კანტორა იყო და პირადად ის ერთ-ერთი, ვინც ყველაფერ აკეთებდა, რომ 2020 წლის არჩევნებზე ყოფილიყო ის დომხალი, რაც იყო თუნდაც ამომრჩეველთა ერთიან სიასთან მიმართებაში.
პირველი მოსმენის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ტაიმ-აუტი აიღო. მან ვენეციის კომისიისგან და ეუთო ოდირისკენ გაიშვირა ხელი, რომ მას დაელოდება. ეს არის თითიდან გამოწოვილი დაპაუზება და ამ მიზნით კანონპროექტის შეჩერება. არავინ არ არის 2 წლის ბავშვი, რომ ვერ მიხვდეს, რომ მათ ვიღაცამ თითი დაუქნია და ვიღაცამ უთხრა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. საერთაშორისო ორგანიზაციები მოიმიზეზეს. პირდაპირ იმას ვერ ეტყოდა კობახიძე, რომ სახელმძღვანელოებში თეორიაში ერთს წერს და პრაქტიკაში მეორეს აკეთებს და ამიტომ მივიღე გადაწყვეტილებაო. რა თქმა უნდა გაცილებით უფრო „მისაღები“ იქნებოდა საზოგადოებისთვის, რომ თურმე როგორ მნიშვნელობას ანიჭებენ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნას.
მახსოვს, როდესაც საკონსტიტუციო კომისიაში ვმუშაობდით, როგორ ვეხვეწებოდი კობახიძეს, რომ კონსტიტუციასთან მიმართებაში ვენეციის კომისიის დასკვნას დავლოდებოდით და მაშინაც არ ელოდებოდნენ. თუ ასე წელში გამართულები არიან და თუ ასეთი მყარი არგუმენტები აქვთ, რატომ მოიფიქრეს, რომ უნდა დაელოდონ. ეს ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ მათ უთხრა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება და ცუდად იქცევიან. ვიღაცამ მათ უთხრა, რომ უნდა თუ არა „ქართულ ოცნებას“ მოუწევს დათმობა.