“უკრაინაში შეჭრის გამო მარცვლეულისა და სურსათის ნაკლებობამ შეიძლება იმაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს, ვიდრე უშუალოდ ომმა”, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ტრანსპორტის მინისტრმა, გრანტ შეპსმა განაცხადა.
„შეშფოთებული ვარ უკრაინაში არსებული ვითარებით. ჩვენ ვნახეთ პუტინის ეს ბარბაროსული შეჭრა. რაც ნამდვილად მაწუხებს არის ის, რომ ჩვენ ვნახეთ უკრაინაში დაკარგული მრავალი ადამიანის სიცოცხლე და შეიძლება ვნახოთ კიდევ უფრო მეტი დაკარგული სიცოცხლე მსოფლიოს სხვა ადგილებში, მარცვლეულისა და საკვების ნაკლებობის გამო, რაც შეიძლება იყოს უფრო დიდი მაჩვენებელი, ვიდრე უშუალოდ ომში დაღუპულთა რიცხვი.
არსებობს უამრავი პოტენციური გზა მარცვლეულისა და სხვა საქონლის ქვეყნიდან გასატანად და სხვადასხვა საქონლის ქვეყანაში შესატანად. ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება იყოს დიდი შიმშილი და დეფიციტი, რამაც შეიძლება ომში გარდაცვლილთა რიცხვები დაჩრდილოს,“ – აღნიშნა ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრმა