“არ გადმოვარდა, გადმოხტა”…რატომ სცადა ივანიშვილის სასტუმროს მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშამ თვითმკვლელობა

აბასთუმანში, ბიძინა ივანიშვილის სასტუმროს, მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა მძიმეა, ის თბილისში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

“მთავართან” სატელეფონო საუბარში “ავტოგრაფ ქოლექშენის” წარმომადგენელი ამბობს, რომ არსებობენ თვითმხილველები, რომ მამაკაცი შეგნებულად გადმოხტა მშენებლობიდან და ეს სუიციდის მცდელობა იყო.

მამაკაცი “ელიტა ბურჯის” თანამშრომელია, რომელიც სამშენებლო ობიექტზე არ მუშაობდა და ის ამწეს მართავდა.

“არ გადმოვარდა, გადმოხტა. აბსოლუტურად სხვა ვითარება იყო, სუიციდის მცდელობა, არის ელიტა ბურჯის თანამშრომელი, არის თვითმხილველები და გამოძიების ოქმში აღწერილია ზუსტი დეტალები. ობიექტზე, მას კონსტრუქციაზე სამუშაო არ ჰქონია იყო ამწის თანამშრომელი და ავიდა მშენებლობაზე, რომ შეგნებულად გაეკეთებინა”, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი  

შეგახსენებთ, რომ  38 წლის კაცს ხერხემალი აქვს დაზიანებული. დამატებითი დეტალები მომხდარზე ჯერ უცნობია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share