ცოტა ხანში შეიძლება მას დასჭირდეს რეანიმაციული ღონისძიებები, იქიდან ცოცხლად გამოყვანა პრაქტიკულად შეუძლებელია – თოიძე მიხეილ სააკაშვილზე

ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები დგანან არჩევანის წინაშე, ან ისინი არ კრძალავენ მიხეილ სააკაშვილისთვის დახმარების გაწევას, ან თანამონაწილეობენ პაციენტის მკვლელობაში – აცხადებს ნევროლოგი ოთარ თოიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრისას. ექიმი კიდევ ერთხელ მოუწოდებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, იმოქმედონ პაციენტის ინტერესებით:

“ცოტა ხანში, ჩვენ შეიძლება მივიღოთ უმძიმესი სიტუაცია, სამედიცინო თვალსაზრისით. უმძიმესი სიტუაცია ნიშნავს იმას, რომ მას დასჭირდება ინტენსიური მეთვალყურეობა, ინტენსიური ბლოკი და არ გამოვრიცხავ რეანიმაციული ღონისძიებები, რაც უკვე კრიტიკული იქნება მისთვის. მისი იქიდან ცოცხლად გამოყვანა პრაქტიკულად შეუძლებელია. ” ამბობს თოიძე. 

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დღეს კლინიკიდან წერილი გაავრცელა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share