ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 738 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 30 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 738 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 225 893-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 494 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 210 445-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 481 პირი ემსხვერპლა,“ – განაცხადა სიჭინავამ.
მსგავსი სტატიები
- 91
ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ასახა ის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხები, რომლებმაც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტზე გავლენა იქონიეს. აქ შეჯამებულია, რა მდგომარეობა იყო საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ 2020 წელს და შეფასებულია სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების ქმედება ადამიანის უფლებათა დაცვის ჭრილში. დოკუმენტის თანახმად, ანგარიშში მოვლენათა და საკითხთა უმრავლესობა პანდემიისა…
- 91
რუსული ელიტის წარმომადგენელთა ვიზიტის შემფასებელ მიმომხილველთა შემხედვარე ორი რუსეთისა არ იყოს, ორი საქართველოს არსებობაზე წარმოდგენები კვლავ ამოტივტივდა: პირველი, რომელსაც ევროპა ღირებულებით სახლად, ამავე დროს გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და გადარჩენის ერთადერთ გზად მიაჩნია და მეორე, რომლისთვისაც ევროპა ზედმეტად უცხოა, ავტორიტარული გარემო უფრო ემშობლიურება, ან ეროვნული იდენტობის გადარჩენა და კულტურული, თუ ეკონომიკური აყვავება მხოლოდ…
- 91
რას გვედავება საპატრიარქოს გვითხრასო, განაცხადა კვირას მეუფე იაკობმა. მართლაც, თუ კიდევ ვინმემ ვერ გაიგო ამდენი წლის მანძილზე ამის შინაარსი, შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო: 1. საეკლესიო კანონთა ტოტალური დარღვევა და უგულვებელყოფა; საეკლესიო მართლწესრიგისა და ზნეობის სრული მოშლა ეკლესიაში; 2. რუსეთის საპატრიარქოს გავლენის ქვეშ ყოფნა და პატრიარქ კირილეს მიერ ოკუპირებულ რეგიონებში აფხაზეთსა და…
- 91
ოზურგეთის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი ოპოზიციიდან, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ლელა ნაცვალაძე, გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას და "ოცნების" იმ წევრების განცხადებებს გამოეხმაურა ფეისბუკ პოსტით, ვინც დღეს ყოფილი პრემიერის მისამართით აგრესიას ვერ მალავდა: "ვინც კარგად მიცნობს,იცის,რომ არასდროს მიყვარდა პირფერობა და დღესაც ასეა, ჩემი პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე, ბევრ,"წონიან" პოლიტიკოსთან მქონია შეხების…