1877 წელს ინგლისური გაზეთ „დეილი ნიუსში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით მუხა-ესტატესათვის ბრძოლაში გურულებმა დიდი სიმამაცე გამოავლინეს – „ბათუმის მიმართულებით რუსებმა გადალახეს საზღვარი, არმიის ავანგარდი შედგებოდა გურიის მილიციისაგან, რომელსაც ადგილობრივი ოფიცრები მეთაურობდნენ. გურიის მილიციამ საუკეთესო საბრძოლო თვისებები გამოავლინა“.
(„Закавказье в русско-турецкой войне 1877-1878 гг“ Шамше Мегрелидзе – 1972 г.).
.
რუსეთ თურქეთის 1877-78 წლების ომის ბათუმის ოპერაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა 1877 წლის 14 აპრილს მუხა-ესტატესთან გაიმართა, თურქების მარცხი გადამწყვეტი აღმოჩნდა რუსეთის არმიის მიერ ბათუმის დაკავებისათვის.
.
ფოტოზე – ქობულეთიდან თურქების განდევნის შემდეგ ქობულეთელები ხორუმის ცეკვით შეეგებნენ გურიის მილიციას – ქობულეთელები ცეკვავენ ხორუმს, იქვე დგანან გურული მილიციონერები (1877-1878).
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა