კახეთში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, აალების მიზეზი საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის გამაცხელებელი გახდა, რომელიც აფეთქდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხანძრის დროს 70-წლამდე ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ- კრიმინალისტები . სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ხანძრის ლიკვიდაცია უკვე შეძლეს.