ბრიტანეთის ხელისუფლებამ ჩელსის საფეხბურთო კლუბის გაყიდვა დაადასტურა და განაცხადა, რომ კლუბის ყოფილი მფლობელი, რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი 5 მილიარდ დოლარიანი შეთანხმებიდან ვერანაირ მოგებას მიიღებს.
ბრიტანეთის ციფრული, კულტურის, მედიისა და სპორტის მდივანმა განაცხადა, რომ აბრამოვიჩისთვის სანქციების დაწესების შემდეგ კლუბი უსაფრთხოდ ახალი მფლობელის ხელში იქნება. გაყიდვის შეთანხმებიდან კი ვერც აბრამოვიჩი და ვერს სხვა სანქცირებული ადამიანები ვერაფერს მიირებენ.
„გასულ ღამეს ხელისუფლებამ გამოსცა ლიცენზია, რომელიც ჩელსის საფეხბურთო კლუბის გაყიდვის ნებას რთავს.
იმ სანქციების გათვალისწინებით, რაც პუტინთან და უკრაინაში სისხლიან შეჭრასთან დაკავშირებულ პირებს დავუწესეთ, კლუბის გრძელვადიანი მომავალი მხოლოდ ახალი მფლობელის ხელში იქნება დაცული.
ჩვენ კმაყოფილები ვართ, რომ გაყიდვის პროცედურებით რომან აბრამოვიჩი ან სხვა სანქცირებულ ინდივიდები ვერ იხეირებენ“ – განაცხადა ნადინ დორისმა.
გუშინ კი ინგლისის პრემიერ ლიგამ განაცხადა, რომ მისმა საბჭომ დაადასტურა კლუბის ამერიკელი ბიზნესმენის, ტოდ ბოელის ჯგუფისთვის მიყიდვა.
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების სპიკერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი უზრუნველყოფს, რომ გაყიდვის პროცედურები უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარებისა და ომის მსხვერპლთა დასახმარებლად გამოიყენონ.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება დაიცავს ამ მნიშვნელოვანი კულტურული ქონების მომავალს, მის გულშემატკივრებსა და ზოგადად საფეხბურთო საზოგადოებას.
ჩელსი თითქმის 20 წლიანი მმართველობის შემდეგ რუს ოლიგარქს, რომან აბრამოვიჩს ჩამოერთვა. აბრამოვიჩს ახლო კავშირები აქვს კრემლთან და ვლადიმერ პუტინთან და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა მას სანქციები დაუწესა.