sაქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა ევროკავშირის ელჩის მოადგილეს შეხვდა. გიული ალასანიამ კარლ ჰარცელის მოადგილეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრის შემდეგ, გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ დასავლელმა პარტნიორებმა იციან, რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფება მისი შვილი.
“ვცდილობ, რომ როგორმე გადავარჩინო ჩემი შვილი. ამ მიზნით დავდივარ ყველგან, ვაღებ ყველა კარს, რომელიც იღება, ველაპარაკები, ვუხსნი ვითარებას და ყველა შეხვედრიდან ყოველთვის კმაყოფილი გამოვდივარ. საქმე ის არის, რომ ამ ადამიანებმა საკმაოდ კარგად იციან რაც ხდება. ჩვენ ჩვენი მხრივ თუ შეგვიძლია რაიმე დამატებით ვაცნობოთ, ამას ვაკეთებთ. სულ ვარ მოლოდინში, ვნახოთ, რა შედეგებს გამოიღებს ეს ყველაფერი”, – თქვა გიული ალასანიამ.