იან კელის და დევიდ კრამერს ლობისტებს უწოდებს “ოცნების” თავმჯდომარე კობახიძე და აშშ-ს ყოფილ ელჩს საქართველოში, ახალ ბრალდებას უყენებს:
“კელი და კრამერი საერთოდ აღარ არიან საინტერესო. პირდაპირ გამოიკვეთა, რომ ისინი არიან ლობისტები და იან კელის ერთი რამე მინდა შევახსენო, რომ მისი პოზიცია იყო ძალიან პრობლემური თავის დროზე რუსთავის 2-ის საქმესთან დაკავშირებით და მისმა პოზიციამაც სამწუხაროდ გაუადვილა ნიკა გვარამიას 7 მილიონით რუსთავი 2 გაეძარცვა, ეს არის სამწუხარო. იან კელის არავითარი მორალური უფლება არ აქვს ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე ისაუბროს” – ამბობს კობახიძე.
ამერიკელი დიპლომატების ვრცელ პუბლიკაციაში სათაურით “პუტინი მარცხდება უკრაინაში, თუმცა იმარჯვებს საქართველოში”, საუბარია ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალზე და მის პოლიტიკურ პატიმრობაზე.
იან კელის ენმ-ს ლობისტი დღეს გია ვოლსკიმაც უწოდა.